საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სახლის გათბობას ვერ ახერხებს

 

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ზამთარში სახლის მხოლოდ 20მ-ს ათბობს. კონდიცირების სისტემა მხოლოდ 9%-ს აქვს, 14%-ი კომუნალურ გადასახადებს ნასესხები ფულით იხდის.  45 %-ი გასათბობად უმეტესად შეშას იყენებს.

ეს არის  ენერგეტიკული სიღარიბის პირველადი კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ  “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჩაატარა.

{{VIDEO}}
ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა,

სათანადოდო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

 

დღეისათვის საქართველოს მოსახლების 99% – ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68% – ს – ბუნებრივ გაზზე, თუმცა ოჯახების თითქმის ნახევარი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში დამოკიდებულია შეშაზე, შეშის წვა, ძირითადად, არაეფექტურ ღუმელებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.

 

კომუნალური დანახარჯების წილი საქართველოში საშუალოდ ოჯახის შემოსავლების 12% – ს შეადგენს, თუმცა ენერგეტიკული დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავებულია სეზონების მიხედვით. ზამთრის თვეებში

ენერგეტიკული დანახარჯები ორჯერ და მეტჯერ აღემატება ზაფხულის თვეებში დანახარჯებს და ამასთან, ზამთარში ოჯახების უმეტესობა სახლებს სრულად არ ათბობს.

 

შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დონის კლებას განაპირობებს.
კვლევის მიხედვით საქართველო ენერგეტიკულ სიღარიბეში ცხოვრობს.