“საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს” – ადა მარშანია (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია აცხადებს, საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს და ამ საკითხით სპეკულირება უნდა დასრულდეს. დეპუტატი ფიქრობს, რომ რუსეთთან დიალოგი ჰაერივით საჭიროა.

„ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ, არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მაგათ გარეშე, და ამ საკითხით სპეკულირება უნდა დამთავრდეს, და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ, თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში. გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი სატყუარა, ჩვენ ეს ე.წ. დებატები მხოლოდ ახალ საომარ მოქმდებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი არის სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება, და გატარება. არა სამხედრო პოლიტკურ ბლოკებს , არა ბაზებს, ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე.