საქართველოს პატრიარქი რომის პაპს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო თანაგრძნობის წერილს უგზავნის

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ რომის პაპს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. წერილს საპატრიარქო მის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:

“მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს

თქვენო უწმინდესობავ,

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული.“

ლოცვასა შინა თქვენი მომხსენიებელი
სრულიად საქართველოს კათოლიკს–პატრიარქი.