პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართება, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე და ერთობლივ მიზნებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიპატიჟა.
“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მსგავსი გამოწვევები და მიზნები აქვთ და ორმა ქვეყანამ მათი გადაჭრის გზები ერთად უნდა ეძებოს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან დაახლოებას და გლობალურ საფრთხეებს“ –ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.