საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას, მალტაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მალტაში სამართალდამცველებს ჯერ არ მოუხდენიათ დაჭრილი პირების იდენტიფიცირება.
შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქეა.
ადგილობრივი გამოცემა Malta Today-ის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი. უცნობია მომხდარის მოტივი.