საქართველოს უნივერსიტეტმა “მთავარი არხის” წილი იყიდა

საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია მთავარი არხის წილის 2% შეიძინა. სანაცვლოდ უნივერსიტეტი კომპანიის  კაპიტალში 200 000 დოლარს შეიტანს.

“მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმა კახა ანჯაფარიძისგან  2000 ლარის სანაცვლოდ იყიდა.

“მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარმაია ფლობს, კახა ანჯაფარიძე – 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი მარი ანა რურუა 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა – 2.5%-ს.