დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო.
შესაბამისი ბრძანებულება ვლადიმერ პუტინმა 22 ივნისს გასცა. ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაასახელა.
ამ ბრძანების გაცემამდე საქართველოში 54 ათასი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, მოწოდების მიუხედავად 4 ათას 500-მდე ტურისტმა ქვეყნიდან დაგეგმილზე ადრე გამგზავრებაზე უარი თქვა.