საქართველოში – 1 წუთის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ახალციხის რაიონის, სოფელ აწყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იგრძნობოდა.
3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.