საქართველოში ამინდი გაუარესდება- სინოპტიკოსების პროგნოზით დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5 გრადუსი, ღამით კი +1° იქნება, მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.
5 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8° , ხოლო ღამით -1° დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0°. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი.
დასავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12° დაფიქსირდება. ღამის საათებში მოსალოდნელია წვიმა.