საქართველოში აშშ–ს საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი ჩამოფრინდა

საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი.

საქართველოში ამერიკის საელჩო საკუთარ გვერდზე ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს.

“ამ ისტორიული ვიზიტისას პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა. საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.