საქართველოში 16:34 საათზე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ბიძგების შესახებ დედამიწის შემსწავლელი ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდას მიაღწია და მისი ეპიცენტრი წალკა იყო.
შეგახსენებთ, რომ წალკაში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ გუშინ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.