საქართველოში დაბრუნებული ეკა ბესელია მედიას საკუთარ გეგმებს დღეს გააცნობს

 

{{ARTICLEIMAGE}}

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მედიასთან საკუთარი გეგმების და პოზიციის შესახებ ის დღეს ისაუბრებს. ბესელიამ პირველი განცხადება წუხელ საშობაო ლიტურგიის დროს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.  ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.