“საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაკლებობაა და ეს აბრკოლებს ბიზნესს “— ეს განცხადება ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ bm.ge-სთან ინტერვიუში გააკეთა.
“მე ვფიქრობ, საქართველოში თაობათა ჭიდილია. ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც გადაწყვეტილების მიუღებლობაა, სწორედ ეს წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე”, — განაცხადა არად ბენკომ.
“საუკეთესო გზა, საქართველოს შემთხვევაში, არის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გზა კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით. სადაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს სწორი გზა იქნება, რადგან ისევ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება”-აღნიშნა ბენკომ.