მოძრაობა ”ეროვნულების” თავმჯდომარე, სანდრო ბრეგაძე პირობას დებს რომ ღირსების მარში არ ჩატარდება და პრაიდის მონაწილეებისთვის არასასიამოვნო სიურპრიზსაც აანონსებს.
„არ არსებობს, თუნდაც ერთი პროცენტი იმისა, რომ საქართველოში გეიაღლუმი ჩატარდეს. საქართველო დარჩება ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყანად, სადაც გეიაღლუმი არ ჩატარებულა. დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, უბრალოდ სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი,“ – განაცხადა ბრეგაძემ.