დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, 24-ე პაციენტიც დაკავშირებულია იტალიაში მოგზაურობასთან.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 298 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.