საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განმარტავენ, ბოლო შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.