საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა მარინა ენდელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
„პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ.
მისივე თქმით, „საოცარი სანანახვი იყო, ის, როცა რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის პასუხები მიიღეს.“
კითხვაზე, ანუ, უკვე გვყავს ოთხი გამოჯაჯნმრთელებული ადამიანი საქართველოში, მარინა ენდელაძემ უპასუხა, რომ „არამარტო ოთხი“.
„მე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, შეიძლება, რაღაც-რაღაცები კიდევ გასაკეთებელი გვაქვს, მაგრამ რამდეიმე ხვალაც გაეწერება, დღეს მივიღეთ ხუთი უარყოფითი პასუხი, 3-ს დაემატა 5, უკვე 8 არიან და ნელ-ნელა წამოვლენ გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ „ფორმულას“ ეთერში.