საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების პროცენტული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონა ვირუსით ინფიცირებულ 4 არასრულწლოვანს მკურნალობენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების მაღალი პროცენტი ეზუგბაია პასუხობს: „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“
ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.