პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეს არის 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში და საზღვარზე შემოწმებისას კორონავირუსი დაუდგინეს.
გუშინ მას განმეორებითი ტესტირება ტესტირება ჩაუტარეს და ” Covid19-ზე” პასუხი უარყოფითი მიიღეს.
“პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მეთოთხმეტე დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.