საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 8 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სავარაუდოდ ისინი იტალიიდან ჩამოსულ ექიმთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.
ინფორმაცია მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საიტზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
დეტალებზე 22:00 საათზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას გააკეთებს.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 126 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46.