ქართველმა ბიჭმა გერმანელ ბიჭთან იქორწინა. გეი ქორწინების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ქართველი ბიჭის ჯორჯ სმიტის მეგობრები წერენ, ორიენტაციის გამო ის საქართველოში იჩაგრებოდა.
“როგორც გუშინ გითხარით, ჩემი მეგობარი დაქორწინდა გერმანიაში.
საქართველოში მას სიცოცხლის უფლება არ ჰქონდა, ორიენტაციის გარდა მთავარი მიზეზი მისი აივ ინფექციის სტატუსი იყო, რის გამოც გარიყული და დაჩაგრული იყო საზოგადოებისგან. ფაქტობრივად სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან ეს ადამიანი. დღეს ის სრულფასოვანი ადამიანია, შეიძლება ჩემზე ბევრად ბედნიერიც კი.
George Smith გილოცავ დაოჯახებას და გისურვებ, რომ შენც დაიცვა საქართველოში ათასობით ჩაგრული და გარიყული. ყველა ადამიანის ვალია ეს.
ნეგატიური კომენტარები ჩემებმა პოზიტიური კომენტარებით გადაუფარეთ. 4 წელიწადში მთავარი რაც ვისწავლეთ ის არის, რომ სხვისი ბედნიერება უნდა გვახარებდეს, როგორიც არ უნდა ჩანდეს ის. ბევრი ყვავილები დააყარეთ სიძულვილით აღვსილ ბრბოს”-წერს დომენიკ მანგო.