{{ARTICLEIMAGE}}
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ვითარებას ასახავს. საქართველოში პრობლემებს შორის დასახელებულია საფრთხე, რომელიც ამ ავტორიტეტიანი ორგანიზაციის შეფასებით, მედიაპლურალიზმს ემუქრება.
“მსოფლიო ანგარიში 2019” ეთმობა მოვლენებს 2017 წლის ბოლო პერიოდიდან 2018 წლის ნოემბრამდე.
“მსოფლიოს ავტოკრატებს მზარდი წინააღმდეგობა ხვდებათ”, ასე ასათაურებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კენეთ როთი მთავარ მოხსენებას, რომელიც წინ უძღვის საკუთრივ ანგარიშს. როთი წერს ადამიანის უფლებებისათვის “ბნელ პერიოდზე”, რომელშიც ვცხოვრობთ: “თუმცა მაშინ როცა ავტოკრატები და უფლებების დამრღვევები შესაძლოა, მთავარი ცნობების სათაურებს იპყრობდნენ, ძალას იკრებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამცველები. პოპულისტები, რომლებიც სიძულვილსა და შეუწყნარებლობას ავრცელებენ, აძლიერებენ წინააღმდეგობას, რომელიც ბრძოლის ზოგ ეტაპზე იმარჯვებს. გამარჯვება არასოდეს არის გარანტირებული, მაგრამ გასულ წელს ის საკმარისად ხშირად იქნა მოპოვებული იმის სათქმელად, რომ ავტოკრატიული მმართველობის ზღვარგადასულობა ძლიერ კონტრშეტევას ასაზრდოებს”.