“საქართველოში რა გეფილმებათ მეგობრებო!? საქართველოში ხდება ჩვეულებრივად საშინელებათა ფილმი ოღონდ რეალში”- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას.
“საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ტოლერანტულობას ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ჰუმანურობას და ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას. არის რაღაც საზღვრები რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში და მოდი ნურავის ნუ ეწყინაბა როცა ვიღაც ადამიანებს აქვთ თავიანთი შეხეულება. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის ვიდრე ფილმების გარჩევა? საკმაოდ ნიჭიერი თუ უნიჭო ფილმების გარჩევა… საქართველოში რა გეფილმებათ მეგობრებო!? საქართველოში ხდება ჩვეულებრივად საშინელებათა ფილმი ოღონდ რეალობაში. ვისაც უნდა წავიდეს და ნახოს. ინტერნეტის ეპოქაში ამ ფილმს ისე ნახავ და გაიგებ. ეს ფილმი იცოდა 3%-მა ახლა ფილმზე გაიგო 90%-მა. მშვენიერი რეკლამა გაუკეთეს ფილმს, თვითონაც გაიკეთეს რეკლამა და რაც მთავარია ისევ გადაიტანეს თემა რსხვაგან ხვალ კიდე სხვარამეზე გადაიტანენ თემას და ყველას დაავიწყდება ივანშვილი. “- განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა.