საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია არ იყენებს ყალბ გვერდებს, გასაუქმებელი კიდევ ბევრია- თამარ ჩუგოშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის , თამარ ჩუგოშვილის აზრით, ტროლების და ბოტების გამოაშკარავების შემდეგ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. “როგორც ქვეყანა, აღმოვჩნდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. მთელი ცივილიზებული სამყარო დეზინფორმაციის საშუალებებს ებრძვის და დღეს, ეს ყველასთვის პრობლემაა,”- აცხადებს ჩუგოშვილი. მისი აზრით, მხოლოდ ერთი პარტია არ იყენებს ყალბ გვერდებს და გასაუქმებელი კიდევ ბევრია, ამიტომ აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა ,,ფეისბუქის” განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.

,,ფეისბუქმა” 20 დეკემბერს 341 ყალბი გვერდი წაშალა, რომელიც ქართულ ოცნებასთან და კომპანია ,,პანდასთან” იყვნენ დაკავშირებული.