საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდა

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საგანგებო ვიზიტით საქართველოში დღეს საღამოს ჩამოვიდა. ხვალ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს შეხვდებიან. დღეს საღამოს კი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სასტუმრო თბილისი მერიოტში შეხვდნენ.

ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე. მათ შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ადასტურებენ, რომ ხვალინდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხის განხილვა იქნება.

კონსტანტინოპოლელი მღვდელთმთავრები სავარაუდოდ შეეცდებიან საქართველოს საპატრიარქოს განუმარტონ, რატომ დაუჭირა მსოფლიო საპატრიარქომ მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. რა გავლენას მოახდენს ეს ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაზე ძნელი სათქმელია.

მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად 6 იანვარს სტამბოლში აღიარა. პატრიაროქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ტომოსი გადასცა. რუსეთის ეკლესია ამით ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას. ამ გადაწყვეტილებამდე საკითხი რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა. ამ ხნის მანძილზე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ გამოუხატავს და დღემდე ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებს. რამდენჯერმე ითქვა, რომ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა ჯერჯერობით საკითხი სინოდზე არ გახილულა.


საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის საპატრიარქოსთვის ავტოკეფალია არ მიულოცავს, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობას, განსხვავებით პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობისგან. მთავრობა მიზანშეუწონლად მიჩნევს პოზიცია საპატრიარქოზე ადრე გამოხატოს.