“საქართველოში ქვა მაღლა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება “-„პატრიოტთა ალიასნსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი წარსული.
„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვიარე რეპრესიები სწორედ ამ მოსამართლეების ხელში. ბუნებრივია, რომ მაქვს პროტესტი ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ.
აუცილებელია მოსამართლეებმა გაიარონ ფილტრი. სწორედ ის ფილტრი, რომელსაც ეკა ბესელია გვთავაზობს. კეთილსინდისიერების გარეშე მოსამართლე არ შეიძლება რომ დაინიშნოს. ამ კეთილსინდისიერებას კი რითი ვხვდებით? წარსული უნდა ვიცოდეთ მისი. თუ მომავალზეა საუბარი, მაშინ ლელა კაკულიას ტესტი უნდა გაიარონ“, – განაცხადა კვიციანმა.
ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 3 მომხრე იყო, 5 კი -წინააღმდეგი.
რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მაინც გავა.