საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე განაცხადეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ სატვირთო მიკროავტობუსით საქართველოს ტერიტორიის გავლით სოხმეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება თორიუმის გადატანის მცდელობას. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს თორიუმ 232-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. დაკავებულ იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი სომხეთის მოქალაქე, რომელსაც ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა”-განაცხადეს სუს-ში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
გამოძიება სსკ-ს 230 მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპოვებისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.