საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს პრემიერთან, პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთანაც გამართავს.