საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება. კოლეჯში დაინტერესებულ ახალგაზრდები სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს შეისწავლიან.
კოლეჯი ერთი წლის განმავლობაში 2 ათასამდე სპეციალისტს მოამზადებს. ახალი კოლეჯის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებაა.
„პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან არიან მოწინავე დონორი ორგანიზაციები, ელჩები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტურიზმის განვითარების მიზნით გვჭირდება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, შესაბამისად განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, აქედამ გამომდინარე დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პლათფორმა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის. მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების კურსები და საერთაშორისო სერთფიკატები მიიღონ.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
კოლეჯში სასწავლო კურსების შესწავლა ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება შესაძლებელი.