“სარალიძე შვილის მკვლელს ალბათ ყვავილებით ხელში ციხესთან დახვდება” – მიხეილ კალანდიას ბიძა

მე რა უნდა ვქნა, როდესაც სარალიძე დარბის და ალბათ, თავის შვილის მკვლელს ყვავილებით ხელში ციხესთან დახვდება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ბიძამ, დიმიტრი კაკუბავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„იმედი მაქვს, რომ აქ ყველაფერს მალე მოვრჩებით და რაც შეიძლება მალე წავალთ სტრასბურგში. მოლოდინი რომ „შაპიტოს ცირკში“ რამეს მივიღებ წარმოუდგენელია. მე რა უნდა ვქნა, როდესაც სარალიძე დარბის და ალბათ, თავის შვილის მკვლელს ყვავილებით ხელში და ჯიბეში ფულით ციხესთან დახვდება და მერე წავა სახლში. მშვიდად და წყნარად. ეს ჩემი პოზიციაა მისი მოქმედებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა დიმიტრი კაკუბავამ.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული