ხორავას ქუჩის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია ეჭვობს, რომ ზაზა სარალიძემ ,,ნაციონალური მოძრაობისგან” და ,,ევროპული საქართველოსგან” ბევრი ფული აიღო, შემდეგ კი მთავრობამ გადაიბირა.
,,სარალიძემ გაინაღდა ჩემი შვილის დაჭერა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული, ჯერ „ნაცებისგან“, მერე „ევროპული საქართველოსგან“, იმიტომ, რომ ჯერ მთავრობის წინააღმდეგი იყო, მერე მთავრობამ გადაიბირა, დიდი ფული მისცეს ალბათ, ახლა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს”,- ამბობს თენგიზ კალანდია.
მისივე თქმით, ეს საქმე იმიტომ გახმაურდა, რომ მირზა სუბელიანის გვარი გაჟღერდა, რაც ნაციონალურ მოძრაობას აწყობდა.
,,ეს საქმე იმიტომ გახდა ასეთი ხმაურიანი, რომ „ნაცმოძრაობას“ აწყობდა, ჩემი ქვისლის გვარი რომ გაჟღერდა, მისი კადრების, ვითომ რომ კადრები ჰქონდა მირზა სუბელიანს, იმ კადრების ხელში ჩაგდების მიზნით აწყობდა, რომ ჩემს შვილზე გაეკეთებინათ ყველაზე დიდი აქცენტი, რომ ეს კადრები გამოჩენილიყო. არც კადრები არ არის და არც ბავშვია დამნაშავე. 2 წელიწადი და 1 თვე დამნაშავე არ იყო ბავშვი, ახლა უცებ დამნაშავე გახდა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს მოთაფლონ“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.
დღეს მასსა და ზაზა სარალიძეს შორის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა.