{{ARTICLEIMAGE}}
“კომისიის ფარგლებში რაც გააკეთეთ, იყო წარუმატებლობა”,შინაგან საქმეთა მინისტრის ამ ფრაზამ “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აღაშფოთა.
“მაიმუნობთ აქ, შინაარსი ვერ გამოგიტანიათ რაზე ლაპარაკობ. თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ და რა სინდისით. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ კაცს რას პასუხობთ?! მკვლელი სად არის?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!”, – მიმართა ხოშტარიამ გახარიას, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის წევრებს აკრიტიკებდა.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ახლა მომისმინეთ ძალიან ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო-ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე თქვენ გეუბნებით და გთავაზობთ შინაარსიან საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდო-ინტელექტუალური, უმიზნო და უაზრო დებატებით, მე გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექსტში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია. არც არასოდეს გვეშინოდა იმიტომ, რომ ლოგიკურად ძალიან სუსტად მსჯელობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ თემას აღარ დავუბრუნდები, ის რაც თქვენ გააკეთეთ კომისიის ფარგლებში იყო უდიდესი წარუმატებლობა ამ პარლამენტისთვის და ამ საქმისთვის”,განაცხადა გიორგი გახარიამ.