პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იგეგმება. C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო. სამუშაოები უნდა შესრულდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს პარლამენტის ფუნქციონირებას. უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი და წინადადებების მიღება პირველ მარტამდე გაგრძელდება.
სამუშაოების დასრულება კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა უზრუნველყოს.