სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი დროებით დაკეტილია

დღეს 11–დან 19 საათამდე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდა.

შემოსავლების სამსახურის ინფომაციით შეზღუდვა ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება. ამის გამო კომპიუტერული სისტემის ახალ ადგილზე გადატანა მიმდინარეობს, რის გამოც მგზავრების და ავტომობილების გატარება შეუძლებელია.