უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს უგზავნის და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს. კახა წიქარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძე მარტო აღამოჩნდა და ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას შეეშინდა ზეწოლის და ე.წ. მოსამართლეთა კლანთან თანამშრომლობა დაიწყო.
„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
დღეს კი ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა და ტექსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა:
“ბატონო ბიძინა, ქართული სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშე იმყოფება. ალბათ მოგეხსენებათ რომ სასამართლო სისტემა არ არის შენობები, დარბაზები და კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. სასამართლო სისტემა არის იქ არსებული ადამიანები, მათი ღირებულებები, მათი ქცევები და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.
რატომ უნდა ენდოს ხალხი მოსამართლეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვთ მილიონი ცუდი საქმე, მაშინ, როდესაც ამ მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღესაც მართავს სასამართლო სისტემას და მისთვის არა თუ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ცოტა ხნის წინ ის ოფიციალურად იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.
რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლე თავს მოსამართლეების ლიდერად ასაღებს და მათი სახელით საუბრობს; და რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა მეამბოხე მოსამართლედ წოდებულმა ნინო გვენეტაძემ ჯერ შეწყვიტა სასამართლოში მმართველ ჯგუფთან დაპირისპირება და შემდეგ ჩუმად გაქრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან.
მოსამართლეთა კორპუსის ღირებულებითი სისტემა დეგრადირებულია. აბა წარმოიდგინეთ რა მოუვა საქართველოს და ქართველი ხალხის ღირებულებებს და საქართველოს დამოუკიდებლობას, შაჰ აბასის ძეგლი რომ დავდგათ სააკაძის მოედანზე.
ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა უკვე დეგრადირებული სისტემა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს გაჯანსაღება, მის სათავეში მოექცა იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს. როგორ გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ისინი დღეს მილიონი კარგი საქმის ორგანიზებით არიან დაკავებული.
მე გთავაზობთ გამოსავალს, შეიქმნას ფართო ჯგუფი ხელისუფლების და საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებული ვითარებას და იმსჯელებს გამოსავლის გზებზე.
ასევე გთავაზობთ შეხვედრას, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ ფორმატში ჩემი მეგობრების – ყოფილი მოსამართლეების და ადვოკატების ჯგუფთან ერთად, რათა უფრო დეტალურად აგიხსნათ სასამართლოში არსებული ვითარება და ის საფრთხე, რის წინაშეც სასამართლო იმყოფება. “
პატივისცემით,
კახა წიქარიშვილი