სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე სამოქალაქო პირები დაზარალებულად არ ცნო

20 ივნისის ღამის საქმეზე, სასამართლომ არც ერთი პირი დაზარალებულად არ ცნო. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებით სასამართლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ მიმართა.

როგორც ცნობილი გახდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება ზეპირი განხილვით მიიღო.

საიამ 16 პირის, მათ შორის 8 ჟურნალისტის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო.