საფრანგეთი მისი ისტორიული ციხე–სიმაგრეებით არის სახელგანთქმული, რომლებიც მრავლად არის სოფლის ტიპის დასახლებებში. თუმცა ერთ ფრანგს, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე რენესანსის სტილის სახლი ააშენა, სერიოზული პრობლემები შეექმნა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 57 მილიონ ევროდ ღირებული შატო დიტერი უკანონოა და უნდა დაინგეს. უძრავი ქონების მფლობელ პიერ დიტერს, რომელსაც სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე სასახლე ეკუთვნის, შენობის დემონტაჟისთვის 18 თვე აქვს. გარდა ამისა, მას 200 000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება. სიენენის ინფორმაციით ამის შესახებ ექს–ან–პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა, პიერ ჟან გორიმ განუცხადა. მისი თქმით, პატრიკ დიტერი დაადანაშაულეს, რომ მან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიწაზე უნებართვოდ განახორციელა.
“მისტერ დიტერმა თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთო მნიშვნელოვანი შენობა, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს და კანონისმიერ რეგულაციებს ექვემდებარება.“
სახლი ამ ადგილზე მანამდეც იდგა, მაგრამ დიტერმა უზარმაზარი შატო ააშენა რამდენიმე შენობით, აუზით და შადრევნებით.კომპლექსი ჩვიდმეტ აკრ მიწაზეა გადაჭიმული, 18 აპარტამენტით, ორი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, მოვლილი ბაღებით.
სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით ჯარიმას დაემატება 500 ევრო ყოველი დღისთვის, რომელსაც მფლობელი დანგრევისთვის განკუთვნილ ვადას გადააშორებს.ერთ–ერთი კომპანია, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 200 000 ევროთი დაჯარიმდა, მეორე კი 50 000 ევროთი.გორის განცხადებით დიტერმა მიწა ლეგალურად იყიდა, თუმცა შემდეგ ამ მიწაზე უკანონო ქმედებები განახორციელა.
გარდა უკანონო მშენებლობისა პროკურორის თქმით დიტერი ხმაურიან წვეულებებს და ღონისძიებებს აწყსობდა, რის გამოც მეზობლები მრავალი წლის განმავლობაში ჩიოდნენ.
2017 წელს დიტერმა ფრანგულ ჟურნალ Paris Match–თან საუბრისას განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი უძრავ ქონებას ტოსკანაში ეძებდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს ტოსკანური სტილის ვილა თავად აეშენებინათ ფრანგული რივიერის ლამაზ კუთხეში.
დიტერი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯრობით კომენტარს არ აკეთებს. მას გასაჩივრებისთვის ვადა აპრილის დასაწყისამდე აქვს.