თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და ცრუ დასმენის საქმეზე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სამივე დაკავებული გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებიდანგათავისუფლდება.
ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა.
ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოტიაშვილს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.