სასამართლომ ,,ანას ბაღთან” მშენებლობა შეაჩერა

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობა შეაჩერა. ამის შესახებ აქტივისტები სოციალურ ქსელში წერენ.

,,ანას ბაღის” დამცველთა სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერების განჩინება გამოიტანა. დღეს 14:00 საათზე “ანას ბაღის” დამცველები თბილისის მერიაში შევიტანთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლი შეაჩეროს სამუშაოები”,- წერს საორგანიზაციო ჯგუფი.

მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.