სასამართლომ გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ საქართველოს “ეროვნული ერთობის”  წევრს, გიორგი ჭელიძეს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.  სასჯელის ვადის ათვლა 2018 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება.

გადაწყვეტილება დაასაბუთდა და აღინიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ჭელიძის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.

“2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-ს მიმართ. სასამართლომგანზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესითდამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.