სასამართლომ გურამ ჩალაგაშვილს 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

„გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ ჩალაგაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 700 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ სხდომაზევე გამოიკვლიეს საპატრულო პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები.

შეგახსენებთ, რომ გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით პირველ ოქტომბერს დააკავეს, რომელიც 12-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.