საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო ძალაში რჩება.
სასამართლომ ძალაში დატოვა დამატებითი ღონისძიება, რომლითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებულ 700-700 ათასი ლარის გირაოს, ხოლო ავთანდილ წერეთელის მიმართ შეფარდებული 500-ათას ლარიანი გირაოს გაუქმებას ითხოვდნენ.