სასამართლომ ლევან ჯიქურის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე, სხვა ბრალდებულების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო.

ჯიქურის საქმის ცალკე გამოყოფა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, საქმის ცალკე წარმოება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.

შეგახსენებთ, ლევან ჯიქური  2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი. დაკავებულ პირებს გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.