როენა ხუცურაული და მასთან ერთად დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. როენა ხუცურაული სასჯელაღსრულების დაწესებულებას 30 000-ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.