სასამართლომ შალვა რამიშვილს 2 000 ლარის გადახდა დააკისრა

შალვა რამიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, მსახიობ თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად  2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. გადაწყვეტილების  გასაჩივრების ვადა ამოიწურა, შესაბამისად სექსუალური შევიწროების  საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა.

„რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ჩემს სასარგებლოდ. ეს არის პირველი შემთხვევა,როდესაც სასამართლომ იმსჯელა სექსუალური შევიწროების საქმეზე და მით უმეტეს უფრო სასიხარულოა, რომ სასამართლომ მსხვერპლის ინტერესების სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება“-გნაცხადა  თათია სამხარაძემ.

შალვა რამიშვილი კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ არ სურს ამ თემაზე საუბარი. შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის უფროსი იყო, როდესაც სამხარაძემ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა და სექსულური შევიწროვების ფაქტზე ხმამაღლა განაცხადა.