სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო.
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა 2019 წლის თებერვალში დააკავეს.კუპრავა მსჯავრდებულია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.