ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეები დაიკითხებიან. მათ შორის იქნება მოკლულის მამა ზაზა სარალიძე.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოსი უკვე დაიკითხა ორი მოწმე- სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმები. დასაკითხ პირთა სიაში 150-მდე პირია.
სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.