საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ-ირაკლი კობახიძე

აკუსტიკის პრობლემა დღევანელი პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილვის თემა რამდენჯერმე გახდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით აკუსტიკის პრობლემებს შეეხებოდა.

პარლამენტის სასესიო დარბაზში არსებულ აკუსტიკურ პრობლემებზე ივლისში შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი სექტემბრიდან უკეთესი აკუსტიკით დაიწყებს მუშაობას.

“სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამუშაოების დაწყება შეუძლებელი იქნება. სამუშაოები ივლისში დაიწყება და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშემოდგომო სესიას უკეთესი აკუსტიკით დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამეტის წევრები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში არსებული აკუსტიკური პრობლემის გამო, გამომსვლელთა განცხადებებს ვერ ისმენენ და ხშირ შემთხვევაში, ხმის სწორად მიცემასაც ვერ ახერხებენ.