საშუალო ხელფასი 33 ლარით გაიზარდა და 1093 ლარი გახდა-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი გახდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი);

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).