{{ARTICLEIMAGE}}30 იანვარს სოციალურ ქსელში “Presa.ge” ავრცელებს ინფორმაციას რომ თბილისის სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს. რის გამოც წყლის დალევა ონკანიდან სამი დღის განმავლობაში საშიშია.
„Presa.ge“-ის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა რომელმაც განაცხადა რომ წყლისგან მოწამლული პაციენტები ყოველ 5 წუტში მოჰყავთ საავადმყოფოში.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს GWP და აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს 24 სათიან რეჯიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით მიმდინარეობს.

იხილეთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ-ის მიერ გამოქვეყნებული ორგანოლეპტიკური და ქიუმიური კვლევის შედეგები, ასევე მათი განცხადება ფეისბუქ გვერდზე.
